ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც „დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან", რუსეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება

უცხოელებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან, რუსეთი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში დაეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უცხოელები რუსეთში ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის შეტანას „რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დამტკიცებული კვოტების გათვალისწინების გარეშე და რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე“ შეძლებენ.

ნებართვის მოთხოვნის მიზეზი შეიძლება მათი ქვეყნების პოლიტიკის უარყოფა იყოს, კერძოდ, „დესტრუქციული ნეოლიბერალური იდეოლოგიური პრინციპების დაწესება, რომლებიც ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.

როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, ღირებულებების სია უკვე დადგენილია, ხოლო სახელმწიფოთა სია, „რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს არაჯანსაღ ღირებულებებს უწესებენ“, რუსეთის მთავრობამ უნდა შეადგინოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი