იოავ გალანტი - ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს

ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის ცნობით, იოავ გალანტმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის დაწესებულება მზად არის ღაზაში მოქმედება ომის მიზნების მიღწევამდე გააგრძელოს - მძევლების დაბრუნებამდე და „ჰამასის“ განადგურებამდე“.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა „ჰამასზე“ ისრაელის სამხედრო ზეწოლისა და აშშ-ის პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას იქამდე, სანამ ისეთი პირობების მიღწევა არ მოხდება, რომლებიც მძევლების ისრაელში დაბრუნებას შესაძლებელს გახდის“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს