სერგეი ლავროვი - კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებები შეუძლებელია

კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკება არ შეიძლება და ამ ქმედებებზე რუსეთის პასუხი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კომპეტენციაში შედის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც კურსკის ოლქზე თავდასხმები დაიწყო, თავდასხმა კი არა, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა, რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი არ შეიძლება. პრეზიდენტმა ასევე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებ: „ამ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ცოტა მოგვიანებით შევაფასებთ““, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიასა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს