ჯოზეფ ბორელი - ვენესუელა სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება, თუ ნიკოლას მადურო ვერ დაამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ვენესუელა, შესაძლოა, მალე სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს, თუ ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო დაჟინებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას საარჩევნო სიების გამოქვეყნებით არ დაადასტურებს, - Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

“თუ მადურო დაჟინებით გააგრძელებს მტკიცებას, რომ მან გაიმარჯვა და არ სურს გაიგოს, რომ არჩევნების შედეგები ვერ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადამოწმების გარეშე, ვენესუელა შეიძლება სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს - რის თავიდან აცილებასაც ყველა ვცდილობთ. თუ არ მოხდება შედეგების გადამოწმება, მისი მიღება არ მოხდება“, - აღნიშნა ბორელმა.

მან სარკაზმის პიკი უწოდა იმას, რომ მადურომ ვენესუელას უზენაეს სასამართლოს მიმართა.

„არ ვიცი, რას აპირებს უზენაესი სასამართლო, რადგან მისი ფუნქცია არ არის არჩევნების შედეგების დათვლა“, - აღნიშნა ბორელმა.

მან მოუწოდა ვენესუელელ ხალხს დაელოდონ და ნახონ, რა მოხდება უახლოეს დღეებში და გაიხსენა, რომ ამ დროისთვის 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და დემონსტრანტების წინააღდეგ რეპრესიები იზრდება. ჯოზეფ ბორელის თქმით, სჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მადუროს რეჟიმზე ზეწოლას გააგრძელებს.

ცნობისთვის, ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო ორგანომ ხმების 52%-ით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხმების მათ მიერ დათვლის შედეგად გონსალესმა 67%-ი მიიღო. არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 დაშავდა და 2 400-ზე მეტი დააკავეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო