ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონტროლის სრული აღდგენა მის მთელ ტერიტორიაზე ნატო-ში გაწევრიანების სავალდებულო პირობა არ არის

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა არ უნდა იყოს დამოკიდებული მის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლის აღდგენაზე.

ჩეხეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის მიერ კონტროლის სრული აღდგენა მთელ ტერიტორიაზე არ არის სავალდებულო პირობა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

„თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ადმინისტრაციული საზღვარი, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატო-ში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის იმ დროს გააკონტროლებს“, - განმარტა მან.

ჩეხეთის პრეზიდენტმა გაიხსენა გერმანიის მაგალითი, რომელიც ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა მისი ტერიტორიის ნაწილი 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ იყო.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკური, ასევე იურიდიული, რათა უკრაინას მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების საშუალება ნატო-ს რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევის გარეშე“, - აღნიშნა პეტრ პაველმა და დასძინა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად უნდა განიხილონ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი