კამალა ჰარისი - ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის, სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, პარტიის ეროვნულ ყრილობას დაუგეგმავი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

"ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის და გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებით. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი", - განაცხადა ჰარისმა.

ჰარისმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ერთად იბრძოლონ იმ იდეალებისთვის, რომლებიც მათთვის ძვირფასია.

„მოდით, ვიბრძოლოთ იმ იდეალებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ“, - აღნიშნა ჰარისმა.

ცნობისთვის, ჰარისი კანდიდატურის ოფიციალურად მიღებასთან დაკავშირებით სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს