უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკში

უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალის აქტიურ ამოწურვას, მათ შორის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 158 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა, აქედან მესამედზე მეტი პოკროვსკოეს მიმართულებით.

განახლებული ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 78 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, რუსებმა უკრაინის ტერიტორია 4 624-ჯერ დაბომბეს, მათგან 141 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და ასევე 1 448 „კამიკაძე“ დრონი გამოიყენეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს