თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, კონგრესმენ დინ ფილიფსს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახსნის.

„დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად კონგრესმენ დილ ფილიფსს შეხვდნენ, რომელიც ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, კონგრესმენ დინ ფილიფსთან საუბარი იყო რუსეთის შეკავების მნიშვნელობაზე, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის აღდგენაზე, მეგობარი აქტზე და იქ გაწერილ სიკეთეებზე, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია და დამატებითი დახმარება საქართველოსთვის, ისევე როგორც სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ იმ ანტიდასავლური და ანტიევროპული ნაბიჯების გამო, რაც მან გადადგა.

კონგრესმენმა დინ ფილიფსმა საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორ პარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესში.

როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფს ძალიან კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები, რათა საქართველომ კვლავ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური კურსით“,- აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს