თეთრი სახლი - რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული იარაღით დარტყმების შესახებ აშშ-ის პოზიცია კურსკის ოპერაციის ფონზეც არ შეცლილა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების ნებართვასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა იმ ოპერაციის მიუხედავად, რასაც უკრაინა კურსკის ოლქში ატარებს.

კითხვაზე, უკრაინის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ფიქრობს თუ არა შეერთებული შტატები უფრო მეტს იმაზე, რომ დართოს უკრაინას ნება აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელოს დარტყმები, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა უპასუხა:

„რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ეს მათი სამხედრო ოპერაციაა. ისინი იცავენ თავიანთ სუვერენულ ტერიტორიას და თავს იცავენ რუსეთის აგრესიისგან, რასაც ჩვენ უკვე ორ წელზე მეტია ვხედავთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. სხვას ვერაფერს დავამატებ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს ამ ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადების არცერთ ასპექტში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება