ანა წითლიძე - პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება - ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი

დღეს პარტიაში, საპარლამენტო სიის ხათრით, ხატია დეკანოიძის სახით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება - ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე წერს.

„რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში. ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ „ხაბე“ არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ "ოლიგარქები" არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. "ახლებში" არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო? დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?

ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს, მიხვდი რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მერე რა რომ ყველამ იცის ყველაფერი.

მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო, სიაში შენი ავტორიტეტი ენმ-ს ამომრჩეველში არის ნული.

ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას, თუნდაც იმიტომ, რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს - შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.

მობრუნებას გილოცავ ხატია - ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია.

#თავისუფლებამიშას“, - წერს ანა წითლიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს