პეტრე ცისკარიშვილი - 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი - დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის

26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი. დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის, ერთი მხრივ, არჩევანი სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის.

"როგორც მთელი საქართველო, რა თქმა უნდა, თბილისიც აკეთებს ისტორიულ არჩევანს 26 ოქტომბერს. ეს არის არჩევანი, ერთი მხრივ, სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის. გვინდა თუ არა ჩვენ, ქვეყანაში ხალხი, პირიქით, ბრუნდებოდეს, ინვესტიციები შემოდიოდეს, იქმნებოდეს მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები თუ პირიქით, როგორც დღეს არის - ქვეყანა იცლებოდეს. აი, ასეთი, მართლაც ისტორიული არჩევანია 26 ოქტომბერს, რომელსაც ხშირად, მათ შორის "ქართული ოცნებაც" რეფერენდუმს უწოდებს. მართლაც ასეა, რადგან ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი