სოფო ჯაფარიძე - განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი

განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი, დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას შევძლებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ „რუსული რეჟიმი“ უნდა დაასრულოს“.

„ნაძალადევში შევხვდით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს „რუსული რეჟიმი“, როდესაც მთელ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას დავასრულებთ და ქვეყანაში იქნება მაღალი ანაზღაურება, ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციიდან დაბრუნდებიან ჩვენი უძვირფასესი მოქალაქეები და ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი ავაშენებთ ევროპულ ქვეყანას, ისეთ ქვეყანას, როგორიც ააშენა მიხეილ სააკაშვილმა და 12 წლის განმავლობაში ეს მავნებელი ხელისუფლება მხოლოდ იმას აკეთებს, რომ ანგრევს ყველაფერს, რაც შეიქმნა იმ წლებში. შესაბამისად, ვემზადებით გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ქვეყანა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ისე იცხოვრებენ, როგორც მათ შეეფერებათ", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს