რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის შეტევას კურსკში 17 ადამიანი ემსხვერპლა

კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაშავებულიდან 75 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 4 ბავშვი“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 121 დაშავდა.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიასა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს