თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად სენატორ, კრის მერფს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენატორი, კრის მერფი „ძალიან გავლენიანი სენატორია და ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია“.

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის „ლიდერშიფს“ ძალიან კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის, ქართველი ხალხისათვის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობისათვის, რომელიც აუცილებლად სხვა ხარისხში გადავა მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ საქართველოს ეყოლება პროდასავლური, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება.

პარტიის თავმჯდომარე, ასევე, ამბობს, რომ სენატორ კრის მერფთან საუბარი იყო იმაზე, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკული მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში, ისევე როგორც სენატის მხრიდან ივანიშვილის და მის გარემოცვაზე სანქციების დაწესება“.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

მათივე ინფორმაციით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გახსნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს