ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში ავიაიერიში მიიტანეს სკოლის შენობაზე, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ავიაიერიში განახორციელეს სკოლის შენობაზე, სადაც, მათი მტკიცებით, მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ.

მათი ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებდნენ მუსტაფა ჰაფტის სკოლის შენობაში განთავსებულ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრში.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო კანონს, მხეცურად იყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს და მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს ტერორისტული საქმიანობისთვის“, - აცადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი მტკიცებით, ავიაიერიშამდე მიიღეს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების რისკის შესამცირებლად და სამხედროებმა ზუსტი მართვადი ჭურვები გამოიყენეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს