ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ქართული ჯარისთვის დღეს რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, შემდეგ კი რუს ოფიცრებს მოიყვანენ - ეს გამაოგნებელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა დღეს ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ და შემდეგ რუს ოფიცრებს მოიყვანენ და ჩვენ თავდაცვის ძალებს დაუქვემდებარებენ! - ეს განცხადება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა.

ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და თავად საქართველოს შეიარაღებეული ძალებისთვის.

“დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსულ ზეთს ყიდულობს და ქართველი მეომრების გამოსაკვებად რუსულ ზეთს იყენებს.

30 წელია ჩვენი არმია რუსულ არმიას - რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება ქართულ ჯარს ასეთი რამ აკადრო?! ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ - გვაგუებენ იმას, რომ რუსეთში მიგვათრევენ, მათ შორის აი, ამ ფორმით, რითაც ქართულ ჯარს შეურაცხყოფას აყენებენ. გვეუბნებიან, რომ ჩვენი თავდაცვის ძალებიც უნდა შეეგუოს რუსეთში შესვლას და რუსეთს დაქვემდებარებას.

ეს ამაზრზენი რეალობას, რასაც “ქართული ოცნება“ გვახვევს თავს, უნდა შევცვალოთ - ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი არმიის ღირსების დასაბრუნებლად და ქვეყნის ღირსების დასაბრუნებლად! უნდა შევცვალოთ ეს შეუარცხმყოფელი რეალობა!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია