ლევან სამუშია - ამორალურია, როცა ჯარის გამოსაკვებად პროდუქტს ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ - ვის წარმოუდგენია, ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს საკვებად ქვეყნის დამცველებს აძლევდე?!

ამორალურია, როდესაც ჯარის გამოსაკვებად პროდუქტს ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ - ვის წარმოუდგენია, ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს საკვებად ქვეყნის დამცველებს აძლევდე?! - ეს განცხადება გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშია გააკეთა.

სამუშია დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან ერთად, გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა.

სამუშიას განცხადებით, ეს ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი ფაქტია, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლებისგან დაცვა სჭირდება.

„ეს არის ამორალური გადაწყვეტილება, მორალისგან დაცლილი ხელისუფლების მხრიდან. ეს, პირველ რიგში, არის რუსული ხელისუფლების გამოხატულება. მათ სწორება რუსეთზე აქვთ, რასაც არც მალავენ. ღიად ვხედავთ, რომ საქართველოს დამცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს რუსული საკვებით კვებავენ. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ.

საქართველოს სჭირდება რუსული ხელისუფლებისგან დაცვა - ეს მარაზმი ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავასრულოთ!“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი