დიმიტრი ჩიქოვანი - საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს, რომ 26 ოქტომბერს თუ არ მოხდა ცვლილებები, „ოცნების“ მთავრობა უფრო მძლავრ და სასტიკ ზომებზე გადავა

საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს, რომ 26 ოქტომბერს თუ არ მოხდა ცვლილებები, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ უფრო მძლავრ და სასტიკ ზომებზე გადავა, რომ ოპოზიციის და თავისუფალი ხალხის ნება შეზღუდოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა Human Rights Watch-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ თავდასხმების ფაქტების გამოძიება „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის.

„ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს, გასულია უკვე სამი თვე. გამოძიება დაიწყო ძალიან გვიან, დაახლოებით, ინციდენტიდან რვა დღეში და თვე ნახევარი დასჭირდათ, რომ დაზარებულად ვეცნე და იმის შემდეგ არანაირი გამოხმაურება, არც საქმის მასალები გადაუციათ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ როდესაც სახელმწიფოს სჭირდება, გამოძიებები იხსნება მყისიერად, რამდენიმე საათში, ყველა თავისი კამერის ჩანაწერებით და შემდგომი გადაადგილებებით, როდესაც ინციდენტის დროს უამრავი კამერა იყო გარშემო და ძალიან სწრაფად შეეძლოთ იდენტიფიცირება თავდასხმებისაც და მათი გადაადგილების ტრაექტორიაც.

“Human Rights Watch-ის სტატიას გავეცანი და მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს, რომ 26 ოქტომბერს თუ არ მოხდა ცვლილებები, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ უფრო მძლავრ და სასტიკ ზომებზე გადავა, რომ ოპოზიციის და თავისუფალი ხალხის ნება შეზღუდოს.

არცერთი გამოძიება არ არის წინ წასული, არც ჩემი, არც სხვებზე, არც აქციების დროს, არც აგრე თავდასხმების დროს და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ საქმეების გამოძიება არ არ არის „ქართული ოცნების“ ინტერესებში“, - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი