აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადა გააკეთა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან საუბარში განაცხადა.

„აზერბაიჯანმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა, რათა BRICS-ის წევრი გახდეს“, - განაცხადა ჰაჯიზადემ.

ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში ყაზახეთში გამართული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის “სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ” ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ ბაქოს BRICS-ში გაწევრიანება სურს, ხოლო პეკინი ამ მისწრაფებას მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი მხარს უჭერს BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება