პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ჩხოროწყუს ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ჩხოროწყუს ოფისი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ ჩხოროწყუში არის კონტრაბანდისტების „კლანი“, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი უნდა იყოს ერთი ოჯახის ხელში, მაგრამ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებს შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად - ხალხი ადგილზე წყვეტდეს როგორი ჩხოროწყუ სურთ.

„ჩვენ ვიცით ჩხოროწყუს პრობლემები, ვიცით, რომ „კლანი“ მართავს ჩხოროწყუს, ვიცით რომ მასწავლებლები პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან უშვებენ. ვიცით რომ არის სიღარიბე, ვიცით, რომ ადგილზე ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს.

მინდა გესაუბროთ გამარჯვებამდე, რომლამდეც დარჩენილია 60 დღე. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა გააგრძელებს არსებობას, როგორიც გვიყვარს ჩვენ. მე თუ მკითხავთ ეს არის ერთადერთი ნამდვილი კოალიცია, რომელიც გაკეთდა ბოლო პერიოდში. თუ ერთად არ დავდგებით დავკარგავთ ქვეყანას.

გვჯერა, მოვიგებთ არჩევნებს, რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიცია ასეთი მომზადებული ხმების დაცვაზე არ ყოფილა, როგორც ახლა. არასდროს ასეთი პოზიცია არ ჰქონია დასავლეთს, როგორც ახლა. ამდენი ახალგაზრდა არასდროს ყოფილა ჩართული საარჩევნო პროცესში, როგორც ახლა.

ჩხოროწყუში არის „კონტრაბანდისტების კლანი“, რომელმაც გადაწყვიტა რომ ყველაფერი უნდა იყოს ერთი ოჯახის ხელში, მაგრამ ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებებს ხალხი იღებდეს.

ჩვენ გვინდა ნორმალური არჩევნები. ამ ბრძოლის მოგების შემდეგ, იქნება ნორმალური არჩევნები, სასამართლო სამართლიანი. პოლიცია, რომელიც ზრუნავს ხალხზე და არა ჩაგრავს მას. ჩვენ გვინდა ევროკავშირი და თუ „ქართული ქარტია“ შესრულდება, ეს მოხდება 2030 წლამდე. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, ისეთი შანსი, როგორც არასდროს“, - განაცხადა ლემონჯავამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო