„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 6 სექტემბერს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრა 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ამავე სახელწოდების საავიაციო ბაზაზე გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით რამშტაინის საჰაერო ბაზაზე დაგეგმილ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ რამშტაინის ფორმატში წინა შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა და მასზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზები განიხილეს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი აერთიანებს თავდაცვის მინისტრებს და თავდაცვის ხელმძღვანელებს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

ისინი კოორდინაციას უწევენ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ უკრაინა იმ საშუალებებით, რომელიც მას საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს