მოსკოვის მერი - მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 ​​უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა „ტელეგრამ“ არხზე განაცხადა.

„მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ შესაძლებელი გახადა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველა თავდასხმის მოგერიება. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 დრონი ჩამოაგდეს“, - წერს სერგეი სობიანინი და დასძენს, რომ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს.

მისი თქმით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის ეს მცდელობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება