თინა ბოკუჩავა NDI-ის პრეზიდენტის მიწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მიწვევით ქალთა ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„NDI-ის პრეზიდენტის, თამარა ვიტესის მოწვევით, დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში ქალთა ფორუმზე ვიმყოფებოდი, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქალი ლიდერები ამერიკიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩემთვის პოლიტიკაში ქალთა გაძლიერება, ისევე როგორც ეკონომიკაში არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიებაზე დასწრება, სადაც მაქვს შესაძლებლობა, გავუზიარო და გამიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ქალების როლის გაძლიერებისათვის პოლიტიკაში და ეკონომიკაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს