„ჯივიპი“ დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - დემეტრე თავდადებულის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანია პროექტში ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს და რეაბილიტაციის ფარგლებში 230 მეტრი სიგრძის წყალსადენისა და 550 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს სრულად განაახლებს. ასევე, განახლებულ ქსელზე 5 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყობა.

“Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა და დაიგეგმა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების განახლება. პროექტის ფარგლებში შეიცვლება ერთ კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული ქსელი. ამ ეტაპზე მილის მოსაწყობად საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, დიდ დიღომში მომხმარებლების იმ ნაწილს, რომელიც აღნიშნული წყალმომარაგების ქსელით მარაგდება, მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება”- განაცხადა ვაკე-საბურთალოს რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერმა, თემურ წითლიძემ.

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი 15 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება