დიმიტრი მედვედევი - მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება

მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

„ნეონაცისტების მიერ კურსკის ოლქში ჩადენილი ტერაქტის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მშვენიერი სამყაროს თემაზე არაუფლებამოსილი შუამავლების ამაო ჭორაობა შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ამას ხმამაღლა არ ამბობდნენ. მათ ესმით, რომ მტრის სრულად დამარცხებამდე მოლაპარაკებები არ იქნება!“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი შეიძლება მოლაპარაკებების ხაფანგში აღმოჩნდეს.

„ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, გაჩნდა ერთი საშიშროება - მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გარკვეულ ვითარებაში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება