ლევან ცუცქირიძე - „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას დიქტატურის დამყარების გზას - ისინი საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას. ისინი ამას უკვე საჯარო განცხადებებშიც აღარ მალავენ და საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონებით მოკლას საქართველოში დემოკრატია, გაანადგუროს თავისუფალი სიტყვა და სამოქალაქო საზოგადოება“.

„ამის ნაწილია ე.წ. „რუსული კანონის“ განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა. ასევე, როგორც ვნახეთ, მათ დანიშნეს ადამიანები, რომლებმაც ეს კანონი უნდა აღასრულონ. ჩემთვის გაუგებარიც არის ახალგაზრდა ადამიანმა რომ უნდა იტვირთო ასეთი როლი ქვეყანაში, მაგრამ რას ვიზამთ. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდეს ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ცდილობდეს ქვეყანაში გააღრმაოს და განავითაროს დემოკრატია, რაც მათი დიდი დაპირება იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ახლა ისინი ცდილობენ რუსული კანონებით მოკლან საქართველოში დემოკრატია, გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და გააუქმონ სამოქალაქო საზოგადოება. მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეს იქნება რუსული კანონის და მასთან დაკავშირებული სხვა რუსული კანონმდებლობის ქვეყანაში გაუქმება“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მან სოლიდარობა გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ პარტია „ძლიერი საქართველო“ დემოკრატიული სიტყვის მუდმივი დამცველი იქნება საქართველოს პარლამენტში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს