ანა დოლიძე - ხელისუფლებას აინტერესებს ერთადერთი რამ: ჯიბის გასქელება, ტენდერები და საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება - შესაბამისად, არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი

ხელისუფლება იყურება სხვაგან და მას აინტერესებს ერთადერთი რამ: ჯიბის გასქელება, ტენდერები და საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება. შესაბამისად, შემდეგ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ოჯახის ყველა წევრის უსაფრთხოების სასარგებლოდ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალადობა შემცირდეს და ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს.

„გუშინ საქართველოში კვლავ რამდენიმე საზარელი მკვლელობა მოხდა. ამავე დროს, დაფიქსირდა რამდენიმე შემაძრწუნებელი ავტოსაგზაო შემთხვევაც. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დღე საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში, რამაც კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ ჩვენ ყოველდღიურად გიწევს ცხოვრება შიშისა და ტერორის ქვეშ. მომავალ არჩევნებზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სწორედ ამ ყოველდღიურ შიშსა თუ უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოება არის მთავარი უფლება, რომლის დაცვა და განხორციელება დღეს საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევებში იღუპება დაახლოებით 500 ადამიანი, აქედან დაახლოებით 30-მდე ბავშვი არის. ეს არის 10-ჯერ უფრო დიდი რიცხვი, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ყოველწლიურად საქართველოში ხდება მკვლელობის 100 ფაქტი. შარშან 82 მკვლელობა მოხდა“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ეს არის ის მონაცემები, რაც დამაფიქრებელი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. ანა დოლიძის განცხადებით, გაზრდილია ძალადობის შემთხვევებიც.

„კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რომ ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება არის ცხოვრება შიშით. ჩვენი ოჯახის წევრებს მთავარი უფლება არ აქვთ დაცული და ეს არის უფლება უსაფრთხოებაზე“,-განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება