ლევან ბეჟაშვილი - როგორც „რუსულ კანონს“ არ ჰქონდა მხარდაჭერა და ნდობა, ასევე მის აღმასრულებლად დანიშნულებსაც არავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნიათ

როგორც „რუსულ კანონს“ არ ჰქონდა მხარდაჭერა და ნდობა, ასევე მის აღმასრულებლად დანიშნულებსაც არავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნიათ, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შექმნასა და მის ხელმძღვანელად სანდრო კირვალიძის დანიშვნას.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას განსხვავებული აზრის ჩახშობა და ხელისუფლების უზურპაცია სურს.

„როცა საუბარია ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე, ასეთი უწყების ხელმძღვანელ პირებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ისევე, როგორც ამ კანონის მიღებას არ ჰქონდა არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა, ასევე იმ პირებს, რომლებიც არიან დანიშნულები, არა აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია და ნდობა, თუნდაც უკანონო კანონის აღსრულების კუთხით. ამ ხელისუფლებას აქვს ერთი მიზანი - "რუსული კანონის" [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] გამოყენებით ჩაახშოს განსხვავებული აზრი და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ევალება, სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს