გიორგი ვაშაძე - ჩვენი ერთიანობის გამარჯვება ნიშნავს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომელსაც შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ერთად

ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან გვქონდა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ჩიკაგოში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და სენატორებთან, მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ, რომ საქართველოსა და აშშ-ს მჭიდრო კავშირის აღდგენა მოხდეს.

„ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, ეს არის ჩვენი დასკვნა მრავალი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კონგრესმენებთან, სენატორებთან და ბიზნეს წრეებთან გვქონდა.

უფრო მეტიც, ჩვენი ერთიანობის, ხუთი ნომრის გამარჯვება ამერიკასთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომლებსაც საქართველოში შემოვიყვანთ და ძლიერ საქართველოს ნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ერთად.

მიმდინარე კვირაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან და ჩვენს პარტნიორ სენატორებთან იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს და აშშ-ს მჭიდრო კავშირების აღდგენა”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს