ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა იყო სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. ადგილობრივების განცხადებით, სასმელი წყალი ბოლო თვეებია არ მიეწოდებათ, რის გამოც სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

„ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, მათ ისიც ვუთხარით, რომ გზას გადავკეტავდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. ვერ გვეუბნებიან საბოლოოდ როდის მოგვარდება წყლის პრობლემა”,- აცხადებდნენ ადგილობრივები.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე შეხვდა. მოსახლეობის განცხადებით, შეხვედრაზე პირობა დაიდო, რომ ხვალიდან სოფელში წყალმომარაგება აღდგება.

ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა და საპროტესტო აქცია დასრულდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი