პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლანჩხუთის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლანჩხუთის ოფისი გაიხსნა.

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, ლანჩხუთში იგრძნობა, რომ ხალხისგან არის დაცლილი, სიღარიბეა, "ეს უნდა შეიცვალოს 26 ოქტომბერს და სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს".

მისივე თქმით, რეგიონს არ უნდა ჰყავდეს ფეოდალები, რომლებიც მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილზე თავად უნდა გადაჭრას პრობლემები.

„ქალაქში იგრძნობა, რომ ხალხისგან არის დაცლილი, სიღარიბეა. ეს არის ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს და სახელმწიფო ხალხს უნდა დაუბრუნდეს. რეგიონს არ უნდა ჰყავდეს ფეოდალები, რომლებიც მდიდრდებიან, ლანჩხუთელებს კი აქვთ ნაკლები სარგებელი. თავად ადგილობრივი ლანჩხუთელი უნდა წყვეტდეს მისი ქალაქის პრობლემას. ჩვენ ვართ კოალიცია 4 ნომრით, რომელიც თქვენთან ერთად შეძლებს გადაჭრას პრობლემები და ერთად დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ევროკავშირი, რომელიც ნიშნავს მშვიდობას, სიკეთესა და თითოეული კუთხის ეკონომიკურ განვითარებას”. - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს გურიის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

აღნიშნულ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს