www.eski.ge - სოციალური საწარმოების პირველი e-commerce პლატფორმა

სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა.

,,ესკიში“ საქართველოში მოქმედი 30-მდე სოციალური საწარმოს 785-ზე მეტი დასახელების ხელნაკეთი ნივთია თავმოყრილი.

მას შემდეგ, რაც ესკის მაღაზია ქალაქის შუაგულში გაიხსნა, დამფუძნებლებმა პირველი მნიშვნელოვანი მისია დადეს — აუცილებლად უნდა შეექმნათ e-commerce პლატფორმა, რომელიც პარტნიორ სოციალურ საწარმოებს უკვე ონლაინ სივრცეშიც გააერთიანებდა, ასე შეიქმნა პირველი მულტიბრენდული ელექტრონული პლატფორმა www.eski.ge

ესკის მთავარი იდეა პარტნიორი სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერებაა, ელექტრონული პლატფორმის შექმნით კი, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა მათი ცნობადობის ამაღლებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის. თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია იყო მოქნილი, ადვილად ადაპტირებადი და ხელმისაწვდომი ყველა სივრცეში.

Eski.ge-ზე ნახავთ სოციალურ საწარმოებს, ნახავთ, როგორ ზრუნავს კომპანია გარემოზე, აძლიერებს ქალებს, ქმნის თანასწორუფლებიან ინკლუზიურ გარემოს და ზუსტად ამ იდეებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც უნიკალურ, ხელნაკეთ და საოცრად დახვეწილ ნივთებს ქმნიან.

იდეის მხარდამჭერი, პირველ რიგში, ევროკავშირი იყო, რომელიც სოციალური საწარმოებისა და ზოგადად სექტორის განვითარებას უწყობს ხელს საქართველოში.

სწორედ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 2024 წლის პირველი მისია გუნდმა წარმატებით შეასრულა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა სოციალური საწარმოების პროდუქტის შეძენა.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ფარგლებში კი, ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით ესკის გუნდი პლატფორმის ცნობადობის ზრდაზე ზრუნავს.

დაათვალიერე სოციალური მისიებით შექმნილი ათასამდე უნიკალური ნივთი და გაუზიარე მეგობრებს ეს იდეები და ღირებულებები.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი