პროკურატურა - ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა - ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

პროკურატურის ინფორმაციით, "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, "ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა".

"ნათია მეზვრიშვილი მისი განცხადების საფუძველზე დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე იქნა დაბარებული. მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე. ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა", - განაცხადეს პროკურატურაში.

ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი