დმიტრო კულება - რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ამ ნაბიჯის გადადგმით უკრაინა საერთაშორისო მართლმსაჯულების განმტკიცების მიმართ თავის ურყევ ერთგულებას ადასტურებს. ასევე, რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფისთვის უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ეფექტურად თანამშრომლობს და ახლა აღნიშნული სამუშაო კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა და უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 125-ე წევრი გახდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს