სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე: 1978 წელს დაბადებული მ. ა., 1972 წელს დაბადებული ა. ო., 1990 წელს დაბადებული ვ. ბ., 1988 წელს დაბადებული უ. ფ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა რომ მ.ა.-მ და ა.ო.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ხოლო, ბრალდებულების ვ.ბ.-ს და უ.ფ.-ს დახმარებით, ჯ.ო.-მ, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე, სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და სსკ-ის 25-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს