ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას - ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით, ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას

ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას - მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა“.

მეზვრიშვილი პროკურატურას მოუწოდებს, რომ გამოაქვეყნონ ოქმი, რომელზეც მისი ხელმოწერაა, ასევე, აცხადებს, რომ ელოდება წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ.

„პროკურატურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და პროკურატურა ვალდებულია ავტომატურად დაიწყოს გამოძიება. მეტიც, მე რომ არ შემეტანა, თავად უნდა დაეწყოთ. მაინც მივედი - პატივს ვცემ ინსტიტუციას და საჯარო მოხელეებს. ნაცვლად გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისა, მოითხოვეს მონაწილეობა გასაუბრების პროცედურაში, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს უკანონო პროცედურა სჭირდებოდათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელის დაფარების გასამართლებლად. ბუნებრივია, ამის საშუალება არ მივეცი.

შევადგენინე კანონიერი ოქმი, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე და გამოვხატე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის (ანუ კანონიერ პროცესში მონაწილეობის) მზაობა. ოქმში ბუნებრივია, არ ჩავაწერინე ის, რაც უნდოდათ (რომ დამეფიქსირებინა უარი ინფორმაციის მიწოდებაზე).

ასევე, მოვითხოვე გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული, წერილობითი უარი.

მოგიწოდებთ, გამოაქვეყნოთ ოქმი (რომელზეც ჩემი ხელმოწერა) და ველოდები წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარზე.

საზოგადოებას შევახსენებ, დღეს პროკურატურამ უარი თქვა კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე - დანაშაულზე რეაგირებაზე და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იქცა ყველა შემდგომი ძალადობის თანამონაწილედ“, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდა, რასაც მისივე შეფასებით, ოპოზიციონერების და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ ფიზიკური თავდასხმები მიჰყვა. ნათია მეზვრიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი