ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ სიდონში დაღუპული ხალილ მაკდაჰი პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძმები მაკდაჰები დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტებს იარაღსა და ფულს აწვდიდნენ და წლების განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან თანამშრომლობდნენ.

„ფატაჰის“ ცენტრალური კომიტეტის წევრის, ტოფიქ ტირავის განცხადებით, მაკდაჰის მკვლელობით ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება სურს.

„ფატაჰის“ ოფიციალური პირის მკვლელობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღება სურს“, - განაცხადა ტირავიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს