პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოზურგეთის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოზურგეთის ოფისი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ "კოალიცია ცვლილებას" 4- ნომრით უკვე აქვს ოზურგეთში შტაბი, უკეთესი მომავლისა და ევროპის მომტანი შტაბი, რომელიც თითოეულ ოზურგეთელს მოუტანს ბედნიერებასა და უკეთეს მომავალს.

„კოალიცია ცვლილებებს“ უკვე აქვს შტაბები, უკეთესი მომავლის მოპოვების შტაბი ოზურგეთში. ამ ხალხს სურს ამ ქვეყანაში ბედნიერად ცხოვრება, სულ რომ ადგილზე წყვეტდნენ მათ ბედს.

ხელისუფლებამ ისე დააყენა საქმე, თითქოს ყველა ადამიანი მათი მოსამსახურეა, რეალურად კი პირიქითაა. საგარეო კურსის ცვლილება უკვე სახეზეა. 26 ოქტომბრამდე უნდა გასტანოს ივანიშვილის რეჟიმმა, 26-ში მივდივართ ყველა.

ჩვენი კოალიცია არის გამორჩეული კოალიციური პარტია, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კორუფციისგან, თავისუფალია გავლენებისგან.

გვჭირდება თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, რომელსაც აქვს უნარი სიტყვას დაადონ ფასი, ამის უნარი აქვს ჩვენს კოალიციას. ყველანი არჩევნებზე“, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს გურიის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს