ირანის პარლამენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აბას არაღჩი დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აბას არაღჩი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

დღეს, ირანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის კაბინეტის ყველა წევრი დაამტკიცა.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის 19-ვე წევრს მხარი დაუჭირა, რაც 2001 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

ირანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, 61 წლის აბას არაღჩი 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების გუნდის წევრი იყო.

ირანელი დეპუტატებისგან ყველაზე მეტი, 281 ხმა, ქვეყნის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასირზადემ მიიღო, რომელიც 2018 წლიდან 2021 წლამდე ირანის საჰაერო ძალების მეთაური იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი