პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ჩოხატაურის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ჩოხატაურის ოფისი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა. ამასთან, ჩოხატაურის მოსახლეობას გააცნო “კოალიცია ცვლილების” ხედვები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები.

„გაცილებით მეტნი ვართ, რომლებსაც ცვლილებები სურთ, ამ ხალხის ცვლილებების სურვილს ვერავინ უგულებელყოფს. ოპოზიცია უდიდესი სხვაობით გაიმარჯვებს და მიხარია რომ ერთ-ერთი ლიდერები ვიქნებით ჩვენ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ნომერი-4.

ხალხი მზადაა შეცვალოს ხელისუფლება. აქტიურმა ნაწილმა საზოგადოებამ უნდა ვეცადოთ უფრო გავაქტიურდეთ. არჩევნებს ხელისუფლება ვერ გააყალბებს და ჩვენ მოვიგებთ, საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, თქვენი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები უნდა გადაჭრათ თითოეულმა ჩოხატაურელმა. ჩოხატაურში ცვლილებების სიო უბერავს, რომელიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნეს არჩევნების დღეს გამარჯვებად. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა აღებული ვალდებულება, რომელიც არის გზა დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისკენ, ეს არის გზა სამართლიანობისა და დამოუკიდებელი სტრუქტურებისა. ეს არის პლატფორმა, რომელიც ძალიან ბევრი რამით განსხვავდება სხვებისგან. ჩვენ ვიცით როგორ შევცვალოთ ხელისუფლება და რა ნაბიჯები გადავდგათ მას შემდეგ, როცა ის შეიცვლება“, - განაცხადა მელიამ.

დღეს, 21 აგვისტოს, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ გურიის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი