მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშს და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სლოვაკი კანონმდებლები თბილისში „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად" დაძმობილების პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს, რეფორმებს, რომელსაც საქართველო ატარებს და მიღწეულ პროგრესს.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობების, როგორც გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ასევე სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საჭიროებებს.

ბრანისლავ ონდრუშმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეფორმის შედეგად დანერგილ სისტემას, და თავად არის მოწმე იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ წლებში მიაღწია.

„მთავრობა და საჯარო მოხელეები ევროკავშირთან დაახლოებას არ უყურებთ როგორც ფორმალურ ვალდებულებას, გულწრფელად გჯერათ და მას ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზად მიიჩნევთ" ,- აღნიშნა მან.

სტუმრებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც ევროპარლამენტის, აგრეთვე სხვადასხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატების ფარგლებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს