ირაკლი კობახიძე - ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივია

ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება და თბილისში ცენტრალური შეკრებით დაგვირგვინდება.

„დღეს დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში, საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში, რასაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დაგვირგვინდება თბილისში ცენტრალური შეკრებით. ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე გვექნება საუბარი კონკრეტულ სამომავლო დაპირებებზე. ეს არჩევნები არის უპრეცედენტოდ პრინციპული არჩევნები და 2012 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ორი არჩევნები იყო ერთმანეთზე პრინციპული, 2012 წლის შემდეგ მაინც ასეთი პრინციპული არჩევნები ჩვენ არ გვქონია. ეს არის, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, სადაც წყდება პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი არის მარტივი. რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის სასარგებლოდ, ქრისტიანული ფასეულობების სასარგებლოდ და საქართველოს ნათელი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა