ირაკლი კობახიძე -  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია

გასული 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მცხეთაში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, და დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი.

ასევე, მისი თქმით, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა.

„2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი;

ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანაში მმართველობას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება ახორციელებს;

უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა: მხოლოდ გასული 3 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლაც გრძელდება;

სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი;

ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის;

ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა;

ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა;

განახევრდა უმუშევრობა;

700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;

საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს