მამუკა მდინარაძე - ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მოგვცენ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, გარანტირებული მშვიდობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობისთვის. მისივე თქმით, ამ ბრძოლაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, ვინაიდან, მათ მხარეს ქართველი ხალხი და სიმართლეა.

„ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ. - ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საერთო ქართული ოცნების ახდენაში. ფაქტია, რომ ამ ქვეყანას ქართული ოცნების ასრულებისათვის, დასჭირდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ევროპული ოჯახის წევრობის და სიამაყისათვის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ყველაზე მთავარი - ქართველი ხალხი და სიმართლე ჩვენს მხარესაა.

მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, ყველას ერთად, მტკიცედ გვჯერა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერი კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვების თარიღი იქნება!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის