ოლაფ შოლცი - უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა

უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან ერთად კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცმა განმარტა, რომ რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეჭრასთან დაკავშირებით უკრაინას გერმანიასთან კონსულტაციები არ გაუვლია, და აღნიშნა, რომ ბერლინი ყურადღებით დააკვირდება შეჭრასთან დაკავშირებით შემდგომ გამოვლენებას.

“უკრაინამ კურსკის ოლქში თავისი სამხედრო ოპერაცია ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე მოამზადა, რაც უდავოდ არსებულმა ვითარებამ გამოიწვია. ეს ძალიან შეზღუდული ოპერაციაა სივრცისა და, ალბათ, დროის მხრივადაც”, - განაცხადა შოლცმა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე, თითქოს გერმანია შიდა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია მომავალშიც იქნება “უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება