კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენებით რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, იმ სამიზნეებს შორის, რომელსაც უკრაინამ 21 აგვისტოს ღამით რუსეთის ტერიტორიაზე შეუტია, იყო რადიოკავშირის ცენტრი, აეროპორტი და საჰაერო ბაზა.

”ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ოპერაცია დრონების გამოყენებით,” - აღნიშნა ბუდანოვმა The War Zone-სთვის მიცემულ კომენტარში.

მისი თქმით, რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრზე თავდასხმის გარდა, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უპილოტო საფრენი აპარატებით ასევე შეუტია მოსკოვის „ოსტაფიევოს“ აეროპორტს და როსტოვის რეგიონში მდებარე „მილეროვოს“ საჰაერო ბაზას. „მთლიანობაში გამოყენებული იქნა 50-მდე დრონი“, - დასძინა ბუდანოვმა.

მისი განმარტებით, არკვევენ, მიადგა თუ არა დაზიანება აღნიშნულ ობიექტებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი