ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში გრძელდება, ნაბიჯები იდგმება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაცია გრძელდება და უკრაინა იქ გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებს.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა პარტნიორების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების მნიშვნელობას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა რეალურად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები თითოეული პაკეტისთვის, ყველა ჩვენი შეთანხმებისთვის. ეს არის ფუნდამენტური თავდაცვისთვის. ჩვენი ოპერაცია კურსკის ოლქში - ჩვენი საბრძოლო მუშაობა გრძელდება, ნაბიჯები იდგმება. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ბიჭს, ყველა ჩვენს ქვედანაყოფს გაცვლის ფონდის შემდგომი შევსებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჩინოვნიკებთან და უმაღლესი რადას წარმომადგენლებთან გამართა დეტალური, ხანგრძლივი საუბარი თავდაცვის ძალების მხარდაჭერისა და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

„გარდა ამისა, დღეს განვიხილეთ პარტნიორებთან მუშაობა, რათა მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები დაპირებული 50 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივებიდან. უკვე ბევრი პოლიტიკური განცხადება იყო პარტნიორებისგან, ახლაც ბევრს საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური მექანიზმი. აუცილებელია, რომ აგრესორის აქტივებიდან მიღებული თანხები მუშაობდეს აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვაში რეალური დახმარებისთვის - რათა ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში უკრაინისა და უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობდეს. შესაბამისი დისკუსიები ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და საჭიროა გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის