შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდა

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს შეუერთდეს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შვეიცარიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები 27 აგვისტოდან ამოქმედდება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი ევროკავშირმა 24 ივნისს დაამტკიცა. ის მოიცავს ზომებს რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის ინდუსტრიის წინააღმდეგ და ასევე მესამე ქვეყნებში ევროპული კომპანიების შვილობილი კომპანიების მიერ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ. სანქციების ქვეშ ასევე აღმოჩნდა 116 ფიზიკური და იურიდიული პირი.

მანამდე, 9 ივლისს, შვეიცარიამ სანქციების სიას 69 ფიზიკური პირი და 47 ორგანიზაცია დაამატა. ახალი ზომები მოიცავს რუსული ალმასებით ვაჭრობის აკრძალვის დაზუსტებას და რუსეთიდან ინვესტიციების გატანის ნებართვების გაცემის ვადების გახანგრძლივებას, რისი მიზანიც რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიული კომპანიების საქმიანობის ლეგალურად შეჩერებაა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი