რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული აქტივების გაყინვას უპასუხებს

მოსკოვი დასავლეთის მიერ მისი აქტივების გაყინვას უპასუხებს, რუსეთს აქვს საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ხელი დაადოს მის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„რაც ნამდვილად სამუდამოდ დაიკარგება არის ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაცია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იქმნიდნენ სანდო ოპერატორების იმიჯს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რაც უფრო შორს წავა ევროკავშირი „არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების გაფართოების გზაზე“, მით უფრო დამღუპველი შედეგები მოჰყვება ამას მისი ფინანსური და ეკონომიკური სისტემისთვის.

„საპასუხო ზომები, რა თქმა უნდა, მოჰყვება. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების საკმარისი არსენალი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს ხელი დაადოს რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება