მარია ზახაროვა - ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი უკრაინის უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე იყო, „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებების მსგავსია

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადება, რომ გაზსადენები - „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეები იყო, ტერორისტული ორგანიზაციების - „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებების მსგავსია.

ზახაროვამ მოახდინა ჩეხეთის პრეზიდენტის ციტირება, რომელმაც გამოცემა Novinky-ს განუცხადა, რომ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მილსადენებზე თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ. ამასთან, პეტრ პაველის თქმით, შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სამხედრო მიზნების, არამედ სტრატეგიული მიზნების წინააღმდეგაც მიმდინარეობს და მილსადენები ასეთი სამიზნეა და თუ ასეთი თავდასხმა ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების შეჩერებას ისახავდა მიზნად, მაშინ ის ლეგიტიმური სამიზნე იქნებოდა.

„წავიკითხე ეს სიგიჟე და ვიფიქრე, რომ ასეთი ეპატაჟური მარგინალისთვისაც კი მეტისმეტი იყო. მეტიც, ადრე მხოლოდ აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული უჯრედების წარმომადგენლები საუბრობდნენ ასეთი "აზრებით", - დაწერა ზახაროვამ „ტელეგრამ“ არხზე.

შედარებისთვის მან მოიყვანა „ალ-ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამერიკის მოქალაქეებზე, სირიაში საუდის არაბეთის კოალიციის წევრებსა და სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტის არმიის ბაზებზე თავდასხმებისკენ, ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისა და სხვა დანაშაულებისკენ მოუწოდებდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს